Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს იოვიჩის იჯარით გაფორმება სურს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანს მადრიდის რეალის ფორვარდის, ლუკა იოვიჩის გაფორმება იგივე პირობებით სურს, როგორც სეზონის სტარტზე ბლანკოსიდან ბრაჰიმ დიასი გაიფორმა.

გამოცემის მტკიცებით, მილანი ფეხბურთელის აგენტებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ჯერჯერობით როსონერის წარმომადგენლები რეალს ფეხბურთელის თაობაზე არ დაკავშირებიან.

23 წლის ფეხბურთელი რეალში 2019 წელს, 63 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა ჯერჯერობით ესპანურ გრანდში თავის დამკვირდრება უჭირს და დიდი ალბათობით ის გუნდს დატოვებს.