მილანს იოვიჩის ტრანსფერში მისი აგენტის იმედი აქვს

როსონერის ინტერესი მადრიდის რეალის შემტევის მიმართ ახალი არავისთვისაა.

სერბი ფეხბურთელი სამეფო კლუბში გასულ ზაფხულს აინტრახტიდან,60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.

იოვიჩის მადრიდიდან წასვლაზე ცნობები ისედაც მრავლად იყო,ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია,რომ სერბმა კარანტინი დაარღვია და მეგობრებთან ერთად გასართობათ წავიდა,რამაც ჭორები უფრო გაამძაფრა.

Tuttosport-ის ცნობით,მისი გუნდიდან წასვლა თითქმის გარდაუვალია და მილანი მის გაფორმებას გეგმავს,თუმცა რა სახით შეძლებენ ამას იტალიელები,ჯერ კიდევ გასარკვევია.

მადრიდელები ფეხბურთელის 60 მილიონ ევროზე ნაკლებად გაშვებას არ აპირებენ,რისი გადახდაც მილანს არ შეუძლია.გავრცელებული ინფორმაციით,როსონერი ესპანელებს 2-წლიან იჯარას შესთავაზებენ,შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.

კიდევ ერთი პრობლემა ფეხბურთელის ხელფასია.22 წლის სერბი მადრიდში 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს,თუმცა მილანს აქ მისი აგენტის,ფალი რამადანის დახმარების იმედი აქვთ,რომელიც მილანის ფეხბურთელის ანტე რებიჩის აგენტიცაა და გუნდთან კარგი ურთიერთობა აქვს.

Leave a Reply

Your email address will not be published.