Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს იუვენტუსთან არც საელემაეკერსი ეყოლება…

დღეს მილანის ტრავმირებულ ფეხბურთელებს გამოკვლევა ჩაუტარდათ და გაირკვა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ისამელ ბენასერი და ალექსის საელემაეკერსი მინიმუმ 10 დღე თამაშს ვერ მოახერხებენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ისმაელ ბენასერის აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა მათი დაბრუნების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ორივე მათგანს განმეორებითი ტესტი 10 დღეში ჩაუტარდებათ და ზუსტი პასუხი მაშინ გვეცოდინება.

სამედიცინო შტაბს იმედი ჰქონდა, რომ საელემაეკერსი, რომელმაც ტრავმა ლაციოსთან მატჩის დროს მიიღო, 6 იანვარს, იუვეს წინააღმდეგ ითამაშებდა, თუმცა დღევანდელმა ტესტმა აჩვენა, რომ მინიმუმ 10 დღე მასაც გაუცდება.