Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს, იუვენტუსს და ინტერს ობამეიანგი შესთავაზეს

როგორც ჩანს, პიერ ემერიკ-ობამეიანგისა და არსენალის გზები ზამთარში საბოლოოდ გაიყოფა და ფეხბურთელის აგენტმა 32 წლის ფორვარდისთვის ახალი გუნდის ძებნა უკვე დაიწყო.

ობამეიანგს რამდენიმე დღის წინ დისციპლინარული მიზეზების გამო კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს, ახლა კი ის გუნდის განაცხადშიც აღარ არის და დიდი ალბათობით ფეხბურთელი მეთოფეების რიგებს იანვარში დატოვებს.

SportItalia-ს ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტმა მისი კლიენტის სამსახური ინტერს, იუვენტუსს და მილანს შესთავაზა და იტალიური გრანდები მისი გაფორმებით შესაძლოა დაინტერესდნენ კიდეც, თუმცა მას ხელფასის მნიშნელოვნად შემცირება მოუწევს.

ობამეიანგი არსენალში სეზონში 13 მილიონ ევროს იღებს და რა თქმა უნდა, ასეთი თანხის გადახდას არც ერთი ევროპული თუ იტალიური გრანდი არ ისურვებს.