Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს კამარას ტრანსფერში კონკურენციას იუვენტუსი გაუწევს

იტალიური მედიიის ინფორმაციით, იუვენტუსი ნახევარდაცვის გაძლიერების პოტენციური კანდიდატების ძიებას განაგრძობს და მათ სატრანსფერო სიაში მარსელის ახალგაზრდა ტალანტი ბუბაკარ კამარა მოექცა.

21 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი მარსელთან სეზონის ბოლოს იწურება და მის სახელს უკვე დიდი ხანია მილანს უკავშირებენ, რომელიც კამარას ფრანკ კესის ერთ-ერთ პრიორიტეტულ შემცვლელად მოიაზრებს, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, მილანს იუვენტუსის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

წყაროს ცნობით, როსონერი ამ მომენტისთვის ფავორიტია, რადგან მილანის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა თუ იუვენტუსი ზამთარში რემსის გაშვებას მოახერხებს, მათ კამარასთვის უკეთესი პირობების შეთავაზება შეეძლებათ.