Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს კაპიტანიც გამოაკლდა ?

მილანში ტრავმების პანდემია გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ მანჩესტერთან როსონერის გუნდის კაპიტანი ალესიო რომანიოლიც გამოაკლდეს.

მილანი ხვალ ევროპა ლიგაზე მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირება და მათ ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ჰაკან ჩალჰანოღლუს, ისმაელ ბენასერის და მარიო მანჯუკიჩის გარეშე მოუწევთ თამაში, ტეო ერნანდესის, ალესიო რომანიოლის და ანტე რებიჩის ყოფნა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

MilanNews-ის ინფორმაციით, ერნანდესის და რებიჩის მსგავსად მსგავსად დღეს ალესიო რომანიოლიმ გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშა და ჯერჯერობით უცნობია, გაემგზავრება თუ არა ის დღეს მანჩესტერში..