Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს კაპიტანი დაუბრუნდა

მილანის ლაზარეთიდან სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. გასული სეზონის ბოლოს მიღებული ტრავმის შემდეგ პირველად, ალესიო რომანიოლიმ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და დერბისთვის მზად არის.

ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა 17 ოქტომბერს ჩანიშნული მილანური დერბი, თუმცა როსონერისთვის რომანიოლის დაბრუნება ნამდვილად სასიხარულო ამბავია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კორონა ვირუსი ინტერის 4 ფეხბურთელს დაუდასტურდა, დანარჩენების პასუხები კი ჯერჯერობით უცნობია.