Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს კესისთვის მოთხოვნილი ხელფასის გადახდა მოუწევს

იტალიურ მედიაში ფრანკ კესის შესახებ ცნობები არ წყდება. მისი ხელშეკრულება მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ფინანსური ასპექტის გამო ვერ თანხმდებიან.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერის და ტოტენჰემის შემდეგ, კესის გაფორმების სურვილი არსენალმაც გამოთქვა და მეთოფეები მზად არიან მილანის შეთავაზებული 4 მილიონი გააორმაგონ და მას სეზონში 8 მილიონი ევრო გადაუხადონ.

კესის პრიორიტეტი ამ ეტაპისთვის მილანში დარჩენაა და მისი გაშვება რა თქმა უნდა არც როსონერის სურს, მაგრამ კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად მილანს ფეხბურთელის მოთხოვნილი 6 მილიონის გადახდა მოუწევს…