Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს კესის შენარჩუნება 90 მილიონი დაუჯდება…

გავლენიანი იტალიური წყაროების ინფორმაციით, მილანსა და ფრანკ კესის შორის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ფაქტობრივად გაჩერებულია.

Milannews-ის ინფორამციით, ფეხბურთელის აგენტმა გუნდის მესვეურებს თავისი საბოლოო მოთხოვნები უკვე გააცნო: 5-წლიანი კონტრაქტი, 8 მილიონი წლიური გასამრჯელოს სახით და მსუყე საკომისიო აგენტს.

წყაროს ინფორმაციით, საერთო ჯამში მილანს კესის შენარჩუნება 90 მილიონი დაუჯდება. 40 მილიონი ფეხბურთელისთვის გადასახადი ხელფასი იქნება, რასაც საშემოსავლო გადასახადები დაემატება და თანხა დაახლოებით 75 მილიონამდე გაიზრდება, აგენტის საკომისიოსთან ერთად კი როსონერის საერთო ჯამში 90 მილიონის გადახდა მოუწევს, რაც თითქმის ის თანხაა, რაზეც დონარუმამ თქვა უარი…