Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს კვარაცხელიას ტრანსფერში ინგლისური გრანდი ეცილება

რამდენიმე დღის წინ რუსეთში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მილანი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დახურვას ცდილობდა, მედიის მორიგი ჭორი აღმოჩნდა, რადგან როსონერი ამ მომენტისთვის ფეხბურთელის ტრანსფერზე არ მუშაობს, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ხვიჩა მათი სასურველი ფეხბურთელების სიაში მართლაც იმყოფება.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანის სკაუტები კვარას ტალანტით მოხიბლულები არიან, თუმცა რუბინის მიერ მოთხოვნილი 18 მილიონი ევრო როსონერისთვის ამ მომენტში დაუძლეველი ბარიერია, ამის გარდა კი კვარაცხელიას ტრანსფერით პრემიერ ლიგიდან ტოტენჰემი ინტერესდება, რაც ჩვენებურის მილანში ხილვას კიდევ უფრო საეჭვოს ხდის.