Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს კიევის დინამოს ფეხბურთელი სურს

მილანი ტეო ერნანდესის შემცვლელს ეძებს და Tuttosport-ის ინფორმაციით, დიავოლოს ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატი კიევის დინამოს ვიტალი მიკოლენკოა.

როსონერი უკრაინელებს 21 წლის ფეხბურთელის თაობაზე უკვე დაუკავშირდნენ წყაროს ინფორმაციით, დინამო ვიტალის 10-15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდის, რისი გადახდაც მილანს მხოლოდ მას შემდეგ შეეძლება, რაც გუნდი დიეგო ლაქსალტს გაყიდის.

როსონერის გარდა, ახალგაზრდა უკრაინელის ტრანსფერზე მანჩესტერ იუნაიტედიც მუშაობს, ამიტომ მილანს ეს ტრანსფერი მარტივად ნამდვილად არ გამოუვა.

Leave a Reply

Your email address will not be published.