Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს კოლო მუანის ტრანსფერი ჩაეშალა

გასული კვირეების განმავლობაში მილანს არაერთი ფორვარდი დაუკავშირეს და მათ შორის ყველაზე ხშირად ნანტის 23 წლის შემტევის რანდალ კოლო მუანის სახელი ისმოდა, თუმცა როგორც ჩანს როსონერის შეტევის ხაზის გასაძლირებლად სხვა ვარიანტების ძიება მოუწევს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნანტმა ახალიგაზრდა ფეხბურთელის თაობაზე აინტრახტთან ტრანსფერის დეტალები უკვე შეათანხმა და ფრანგი ფეხბურთელი გერმანელებთან 5-წლიან ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს.