Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს კრუნიჩი დაუბრუნდა

მილანის ნახევარმცველმა რადე კრუნიჩმა ტრავმა მოიშუშა, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩისთვის, რომელშიც როსონერის მეტოქე ზაგრების დინამო იქნება, მონაწილეობის მიღებას მოახერხებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობენ ანტე რებიჩი და დივოკ ორიგი. Milannews-ის ცნობით, ბელგიელი ფორვარდი უახლოეს პერიოდში სამშობლოში გაემგზავრება, სადაც სარეაბილიტაციო კურსს გაივლის და როსონერის რიგებს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.