Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ლაკაზეტის გაფორმება უფასოდ შესთავაზეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანს არსენალის ფორვარდის ალექსანდრ ლაკაზეტის გაფორმება შესთავაზეს.

30 წლის ფეხბურთელს მეთოფეებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და უკვე გადაწყვეტილია, რომ ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

Calciomercato-ს ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტები კლიენტისთვის ახალ გუნდს უკვე ეძებენ და მილანი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც ფრანგი ფორვარდის სამსახური შესთავაზეს.

მიმდინარე სეზონის ბოლოს მილანს ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩი დატოვებს, რომელიც სავარაუდოდ კარიერას დაასრულებს და როსონერის ფორვარდის დამატება აუცილებლად დასჭირდება, ფინანსური სიტუაციის გამო კი ლაკაზეტი შესაძლოა მათთვის კარგი ვარიანტი იყოს…