Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს ლაციოს ფეხბურთელი სურს

La Repubblica-ს ინფორმაციით, ლაციოს ვარსკვლავის, ლუის ალბერტოს აგენტები მილანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ფეხბურთელის როსონერიში ტრანსფერის განხორციელება სურთ.

ტრანსფერის წინააღმდეგი არც მილანის ხელმძღვანელობაა, თუმცა მდგომარეობას ფეხბურთელის მაღალი ღირებულება ართულებს.

წყაროს ინფორმაციით, ლუის ალბერტოს სახელმა დავიდე კალაბრიას ახალი კონტრაქტის განხილვის დროს გაიჟღერა. კალაბრიას და ალბერტოს ერთი სააგენტო კომპანია ემსახურება.

ლაციო ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც მილანის გეგმებში არ შედის, თუმცა ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა ბიანკოჩელესტის ხელმძღვანელობას გუნდიდან წასვლის სურვილი უკვე დაუფიქსირა და იმედი აქვს, რომ ლაციო ფასს შეამცირებს.