Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ლინგარდის ტრანსფერში კონკურენციას რომა გაუწევს

ბრიტანული მედიის ინფორამციით, მილანს მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი ნახევარმცველის ჯესი ლინგარდის გასაფორმებლად რომას ბარიერის დაძლევა მოუწევს.

28 წლის ინგლისელ ფეხბურთელს მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ის წითელი ეშმაკების გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინგლისელებმა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზონ და ზაფხულში ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ლინგარდის გაფორმება უფასოდ შეეძლება.

The Times-ის ცნობით, რომასა და მილანის გარდა ლინგარდის დამატების სურვილი ნიუკასლმაც გამოთქვა, რომელიც ფინანსურად იტალიურ გრანდებზე უკეთეს მდგომარეობაშია, თუმცა სპორტული თვალსაზრისით რომას და მილანს უპირატესობა აქვთ.