Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს მაკედონიელი ფეხბურთელის უფასოდ გაფორმება შეეძლება

ხუნიორ ფირპოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ, როსონერი მარცხენა მცველის ძიებაშია და შესაძლოა მილანმა ლიდსის ყოფილი ფეხბურთელი დაიმატოს, რომელის ინგლისში სწორედ ფირპომ შეცვალა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო შირას ინფორმაციით, 29 წლის ჩრდილოეთ მაკედონელი ფეხბურთელის ეზგიან ალიოსკის აგენტმა თავისი კლიენტის სამსახური შესთავაზა, რაც შესაძლოა როსონერისთვის იდეალური ვარიანტი იყოს, რადგან ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და მისი დამატება უფასოდ იქნება შესაძლებელი.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელმა გასულ სეზონში საერთო ჯამში 38 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე გადაცემაც გააკეთა.