Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს მანჩესტერთან კიდევ სამი ლიდერი გამოაკლდება ?

ხუთშაბათს სტეფანო პიოლის გუნდი მანჩესტერ იუნაიტედთან ოლდ ტრაფორდზე უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს, თუმცა მილანს წითელ ეშმაკებთან თამაში უდიდესი დანაკლისით მოუწევთ.

იტალიურ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ მანჩესტერთან გუნდს ლაზარეთიდან რამდენიმე ლიდერო დაუბრუნდებოდა, თუმცა Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, რებიჩი, ტეო ერნანდესი და ჰაკან ჩალჰანოღლუ მილანში დარჩებიან და სერია ა-ში გასამართი მატჩისთვის მოემზადებიან, რომელშიც მილანის მეტოქე ნაპოლი იქნება.

მათ გარდა, მანჩესტერთან მილანს ვერც მანჯუკიჩი, ბენასერი და იბრაჰიმოვიჩი დაეხმარებიან და ერთადერთი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა, სანდრო ტონალი გახლავთ…