Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს მანჯუკიჩი უბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა ტრავმა დაამარცხა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და კვირას იუვენტუსის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად იქნება.

მანჯუკიჩის დაბრუნების შემდეგ, მილანის ლაზარეთი საბოლოოდ დაცარიელდა და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ამ ეტაპზე იუვენტუსთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, სამუ კასტილეხოა, რომელსაც ყვითლების ლიმიტი ამოეწურა და დისკვალიფიკაცია აქვს.

გათიშვა