Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს მატეო პესინას გაფორმება 50-პროცენტიანი ფასდაკლებით შეუძლია…

მატეო პესინა ატალანტას შემადგენლობაში შესანიშნავ თამაშს აჩვენებს, რითიც არაერთი გრანდის ინტერესი დაიმსახურა.

პესინამ კოპა იტალიას ნახევარფინალში ნაპოლის წინააღმდეგ 2 გოლის გატანა მოახერხა და ბერგამოელები ფინალში გაიყვანა, სადაც მათი მეტოქე ტურინის იუვენტუსი იქნება.

23 წლის გამთამაშებლის ფასი დღითი დღე მატულობს, თუმცა მილანისთვის საბედნიეროდ ფეხბურთელის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც როსონერის მისი გაფორმება 50-პროცენტიანი ფასდაკლებით შეუძლია, ანუ მილანს ფეხბურთელის ყიდვა დაახლოებით 10-15 მილიონად შეეძლება.