Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს მეიტეს შემცვლელად ბოლონიას ფეხბურთელი სურს

იტალიური მედისი ცნობით, მილანი და ატალანტა ბოლონიას 24 წლის ნახევარმცველის ჯერდი შუტენის ტრანსფერით ინტერესდებიან.

მილანი სუალიჰო მეიტეს არ გამოისყიდის და ის ტორინოში დაბრუნდება, მილანს კი მის შემცვლელად სწორედ ბოლონიას ჯერდი შუტენს მოიაზრებენ.

Calciomercato-ს ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ბოლონია 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს.