Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს მესიასი დაუბრუნდა

MilanNews-ის ინფორმაციით, მილანის ბრაზილიელმა ახალწვეულმა ჯუნიორ მესიასმა ტრავმა მოიშუშა და მან დღეს გუნდის იმ წევრებთან ერთად, რომლებიც ნაკრებებში არ თამაშობენ, სრული დატვირთვით ივარჯიშა.

რომანიოლის რაც შეეხება, რომელიც გუნდს დერბის წინ ტრავმის გამო გამოაკლდა, კვლავ ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს, თუმცა სავარაუდოდ ის სერია ა-ს მომდევნო ტურში ფიორენტინას წინააღმდეგ პიოლის განკარგულებაში იქნება.