Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს მილენკოვიჩის ტრანსფერში სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდნენ

იტალიური გამოცემა La Nazione-ს ინფორმაციით, ფიორენტინას ცენტრალური მცველის, ნიკოლა მილენკოვიჩის ტრანსფერზე მილანის გარდა მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემიც იმუშავებენ.

მილენკოვიჩი, რომელსაც იები 30 მილიონ ევროდ აფასებენ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მან მიმდინარე სეზონში ყველა მატჩში მიიღო მონაწოლეობა.

ტოტენჰემმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო და გარკვეული პერიოდი პირველ ადგილსაც იკავებდა, თუმცა დაცვაში არასტაბილური თამაშის შემდეგ ლონდონელებნა მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს და გუნდის ხელმძღვანელობა მზად არის, მოურინიოს სურვილი შეუსრულოს და მილენკოვიჩი გაიფორმოს. წყაროს ინფორმაციით, ტოტენჰემმა ფიორენტინას წინადადებით უკვე მიმართა.

მილანი მილენკოვიჩის ტრანსფერზე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდიდან მუშაობს, თუმცა მოთხოვნილი თანხის გადახდას ვერ ახერხებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფიორენტინამ მილანის იჯარაზე თანხმობა განაცხადოს.