Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს მილენკოვიჩი სურს, ფიორენტინა კიეზას სთავაზობს

მილანი ცენტრალური მცველის ძებნას განაგრძობს და მათი პრიორიტეტული სამიზნე კვლავინდებურად ნიკოლა მილენკოვიჩა, თუმცა ფიორენტინას მისი გაშვება არ სურს და როსონერის მის ნაცვლად ფედერიკო კიეზას სთავაზობს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კიეზა ფიორენტინასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და გუნდი მის გაყიდვას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცდილობს, რადგან იტალიელის კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდეა და მომავალ ზაფხულს მისი გაყიდვა კიდევ უფრო იაფად მოუწევთ.

გამოცემის ინფორმაციით, ფიორენტინა ფეხბურთელის ფასს მნიშვნელოვნად დაწევს და მისი გაფორმება დაახლოებით 45-50 მილიონად იქნება შესაძლებელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *