მილანს მილენკოიჩის გაფორმება 30 მილიონად შეეძლება
მიმდინარე სეზონში თითქმის ყველა გუნდს ტრავმების მხრივ საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ და გამონაკლისი არც მილანი ყოფილა.
სტეფანო პიოლის სეზონის მსვლელობისას ცენტრალური დაცვის შეცვლა ტრავმების გამო არაერთხელ მოუწია, ზამთარში კი გუნდმა ჩელსიდან ფიკაიო ტომორი დაიმატა, რომლის მილანში დარჩენაც გადაწყვეტილი ჯერ არ არის.
მალდინი – მასარას დუეტი სტეფანო პიოლის მოთხოვნის საფუძველზე ფიორენტინას უკანახაზელის ნიკოლა მილენკოვიჩის გაფორმებას ცდილობდა, თუმცა იებთან ფეხბურთელის ფასზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილენკოვიჩმა, რომლის კონტრაქტის ფიორენტინასთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივება საბოლოოდ იუარა და იები ვალდებულები იქნებიან, ფეხბურთელი ზაფხულში მაქსიმუმ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდონ.