Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს მუანის ტრანსფერი ჩაეშალა

მილანი ნანტის 23 წლის ფორვარდის კოლო მუანის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობდა, თუმცა როგორც ჩანს ფრანგი ფეხბურთელის გაფორმებას ვერ მოახერხებენ.

მუანის ნანტთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და როსონერი მზად იყო ფრანგებისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გარკვეული თანხა გადაეხადათ, თუმცა თავად კოლომ როსონერის რიგებში თამაში არ ისურვა.

FootMercato-ს ინფორმაციით, მუანი აინტრახტს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა და ის სეზონის ბოლოს კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს, მილანს კი ზაფხულში სხვა ვარიანტების ძებნა მოუწევს.