მილანს ნაპოლისთან მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო ჯარიმის გადახდა მოუწევს
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ მილანი-ნაპოლის მატჩის დაწყებამდე და მსვლელობის დროს მომხდარი ინციდენტების გამო, როსონერის 10,000 ევროს გადახდა მოუწევს.
ფედერაციის თქმით, მილანის ქომაგების მხრიდან ტერიტორიული ადგილმდებარეობის საკითხზე შეურაცმყოფელი ფრაზები ისმოდა და სწორედ ამის გამო როსონერის ჯარიმა დაეკისრა.