Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ნაპოლისთან სამი ფეხბურთელი დაუბრუნდება

როსონერი გუშინ მანჩესტერთან ტრავმების გამო ტეო ერნანდესის, ისმაელ ბენასერის, ჰაკან ჩალჰანოღლუს, ანტე რებიჩის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, ალესიო რომანიოლის და მარიო მანჯუკიჩის გარეშე ითამაშა, თუმცა დადებით იშედეგის მიღწევა მაინც მოახერხა.

მილანს წინ კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა ელის, ამჯერად ნაპოლისთან. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პიოლის შემადგენლობაში რომანიოლი, ტეო და რებიჩი დაბრუნდებიან, მათ გარდა კი სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ თამაშს ჰაკან ჩალჰანოღლუ და მარიო მანჯუკიჩიც მოახერხებენ.