Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ნაპოლის უკანახაზელი სურს

საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ იანვარში მილანი ტეო ერნანდესის შემცვლელის შეძენას ცდილობდა, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოახერხა და ამ პოზიციის გაძლიერება ზაფხულში მოუწევს.

დიეგო დალოტის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, ამიტომ როსონერიმ ფლანგის მცველის ძებნა უკვე დაიწყო და MilanLive-ს ინფორმაციით, მალდინი – მასარას ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატი ნაპოლის ელსეიდ ჰიუსაია, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდს თავისუფალი ა გენტის სტატუსით დატოვებს.

ჰიუსაის აგენტმა უკვე დაადასტურა, რომ მოლაპარაკებაზე ნაპოლისთან არანაირი საუბარი არ არსებობს და მისი კლიენტი მომავალ სეზონში სხვა გუნდში იასპარეზებს.

27 წლის ფეხბურთელს დაცვაში ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად შეუძლია თამაში, რაც მწვრთნელებისთვის ყოველთვის დამატებითი ბონუსია…