Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ორი ლიდერი უბრუნდება

იტალიური წყაროების ცნობით, ფრანკ კესი და ისმაელ ბენასერი მილანის დანარჩენ შემადგენლობას დღეს შეუერთდებიან და სეზონისთვის მოსამზადებელ პროცესებში ჩაერთვებიან.

კესი კოტ-დიუვარის შემადგენლობაში ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშობდა, რის გამოც როსონერიმ მას დამატებითი დასვენების დღეები გამოუყო და 24 წლის ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალ განაახლებს.

ასევე ხვალ დაუბრუნდება გუნდს ისმაელ ბენასერიც, რომელმაც საბედნიეროდ კორონა ვირუსი დაამარცხა და სამედიცინო შტაბისგან მწვანე შუქი მიიღო.