Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს პესინას გაფორმება განახევრებულ ფასად შეეძლება

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მილანს მატეო პესინას გაფორმება 50 პროცენტით უფრო ნაკლებად შეეძლება.

მონცაში დაბადებული ფეხბურთელი მილანს 2015 წელს შეუერთდა, როდესაც ის 18 წლის იყო.

შემდეგ მან იჯარის წესით ლეჩეში, კომოსა და კატანაში ითამაშა, 2017 წელს კი ის ატალანტას ფეხბურთელი გახდა.

რომანოს მტკიცებით, მის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მილანს ფეხბურთელის უკან გამოსყიდვა მისი დღევანდელი ღირებულების ნახევარ ფასად შეუძლია. ეს პუნქტი ძალას ზაფხულის ტრანსფერის ბოლოს კარგავს.