Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს პესინას დაბრუნება სურს

როსონერის ნახევარდაცვაში უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება და გუნდის ხელმძღვანელობა სატრანსფერო სამიზნეებად სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

მილანს ლუკას ბილია,რადე კრუნიჩი და ლუკას პაკეტა დატოვებენ და როსონერის გუნდის გაძლიერება მატეო პესინას მიდაბრუნება სურს,რომელმაც მილანი 3 წლის წინ დატოვა და ატალანტაში გადავიდა.

23 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი ვერონას შემადგენლობაში იჯარის წესით გაატარა და თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.ატალანტა მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის,თუ შესაბამის წინადადებას მიიღებს.

ატალანტა კონტრაქტის მიხედვით ვალდებულია,რომ თუ ბერგამოელები ფეხბურთელის გაყიდვას მოინდომებენ,როსონერის პესინას დაბრუნება 50-პროცენტიანი ფასდაკლებით შეეძლება და მილანი ამ პუნქტის ამოქმედებას აპირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.