Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს პობეგას დაბრუნება სურს

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანს ტომაზო პობეგას დაბრუნება სურს და ინგლისური გუნდების ინტერესის მიუხედავად, ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.

21 წლის ფეხბურთელი, რომელიც მილანის აკადემიის პროდუქტია, მიმდინარე სეზონში იჯარის წესით სპეციაში ასპარეზობს და მათ ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვთ, თუმცა კონტრაქტის მიხედვით როსონერის ფეხბურთელის დაბრუნება შეუძლია.

პობეგამ მიმდინარე სეზონში უკვე 5 გოლის გატანა მოახერხა და წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო პროდუქტიული 3-ნახევარმცველიან სქემაშია, პიოლი კი 2 ნახევარმცველით თამაშობს, როსონერის ფეხბურთელის დაბრუნება გადაწყვეტილი აქვს.

ლესტერმა და ლიდს იუნაიტედმა პობეგას გაფორმების სურვილი გამოთქვეს და მზად იყვნენ, მის სანაცვლოდ 12 მილიონი გადაეხადათ, თუმცა მალდინი ფეხბურთელის დათმობას არ აპირებს…