Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს პობეგას კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადება სურს

მილანი და ატალანტა როსონერის ახალგაზრდა ნახევარმცველის ტომაზო პობეგას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთნხმებასთან ახლოს არიან.

რამდენიმე წყაროს ცნობით, ბერგამოელები ფეხბურთელის სანაცვლოდ მილანს 12 მილიონ ევროს დაუყოვნებლივ გადაუხდის, რასაც მომავალში გარკვეული ბონუსები დაემატება.

თუმცა MilanLive-ს ინფორმაციით, მილანს პობეგასთან მიმართებაში პესინა-ლოკატელის სიტუაციის განმეორება არ სურს და 21 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში მისი გამოსასყიდი პუნქტის ჩადება უნდა, რომლის მიხედვითაც პობეგას სურვილის შემთხვევაში 15-17 მილიონი ევროს სანაცვლოდ უკან გამოისყიდის.