Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს რეალის 91.5 მილიონიანი ტრიო სურს

ბოლო წლებში მადრიდის რეალსა და მილანს შორის არაერთი ტრანსფერი განხორციელდა და ესპანური მედიის ინფორამციით, ზაფხულში გუნდებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.

Todofichajes-ის ინფორმაციით, მილანი დანი სებალოსის მიმართ ინტერესს არ კარგავს და მის გაფორმებას ზაფხულში კიდევ ერთხელ შეეცდება. 24 წლის ესპანელი ნახევარმცველი არსენალში იჯარის წესით ირჯება, თუმცა მეთოფეები ფეხბურთელის გამოსყიდვაზე მუშაობას არ აპირებენ.

მეორე ფეხბურთელი მადრიდის რეალის 22 წლის უკრაინელი კარის დარაჯია, რომელიც ბლანკოსის რიგებს 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ სხვადასხვა გუნდში იჯარის წესით ასპარეზობს.

მესამე ფეხბურთელი, რომელიც მილანს უკვე საკმაოდ დიდი ხანია უკავშირებენ, 23 წლის სერბი ფორვარდი ლუკა იოვიჩი გახლავთ, რომელიც ამჟამად ფრანკფურტში იჯარის წესით იმყოფება და სეზონის ბოლოს რეალში დაბრუნდება.

საერთო ჯამში სამივე ფეხბურთელის ტრანსფერი რეალს 91.5 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა მათი სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად შემცირებულია და როსონერი მათ დამატებას იჯარის წესით შეეცდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.