Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს რებიჩი დაუბრუნდა

დივოკ ორიგისა და სიმონ კიაერის შემდეგ, მილანს ლაზარეთდან ამჯერად ანტე რებიჩი დაუბრუნდა.

ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, რებიჩმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და დიდი ალბათობით ის ინტერთან მატჩისთვის სტეფანო პიოლის განკარგულებაში იქნება.

იტალიური გრანდის ლაზარეთში რჩებიან ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ალესანდრო ფლორენცი, მაიკ მენიო, ფადო ბალო-ტურე და რადე კრუნიჩი.