Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს რეინჯერსის შემტევი სურს

ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია,რომ როსონერის რეინჯერსის შემტევის, ალფრედო მორელოსის გაფორმება სურს.

Football Insider იუწყება,რომ დიავოლო რეინჯერსს კოლუმბიელი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდა და მხარეებმა ტრანსფერი განიხილეს.

მორელოსი გლაზგოში 2017 წლიდან თამაშობს და 3 სეზონში მან 79 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის 14 ევროპა ლიგაზე.

გავრცელებული ინფორმაციით,მილანს 24 წლის ფეხბურთელის გაფორმება დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეეძლება,თავად ფეხბურთელმა კი უფრო მაღალი დონის გუნდში გადასვლის სურვილი უკვე გამოთქვა.

Leave a Reply

Your email address will not be published.