Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს რომანიოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა…

მილანს გუნდის კაპიტანთან ალესიო რომანიოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. მისი მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წელს იწურება, თუმცა მალდინი – მასარას დუეტს წინ კიდევ ერთი რთული მოლაპარაკებები ელოდება…

26 წლის იტალიელი უკანახაზელი არსებული კონტრაქტის მიხედვით სეზონში 3.5 მილიონ ევროს იღებს და როსონერის სურს, რომ არსებული ხელფასი მომდევნო კონტრაქტშიც შენარჩუნდეს, თუმცა რომანიოლის აგენტი ყველასთვის კარგად ნაცნობი მინო რაიოლა გახლავთ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ამ პირობებს დათანხმდეს.