Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს სეზონის ბოლოს 3 ფეხბურთელი დაუბრუნდება…

მილანს იმედი ჰქონდა, რომ სეზონის ბოლოს იჯარით გაშვებული ფეხბურთელებისგან გარკვეულ თანხას გამოიმუშავებდა, რაც შემადგენლობის გაძლიერებაში დაეხმარებოდა, თუმცა როგორც ჩანს როსონერის იმედები არ გამართლდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს გუნდში მატია კალდარა, ანდრეა კონტი და დიეგო ლაქსალტი დაბრუნდებიან, რადგან არც ატალანტა, არც პარმა და არც სელტიკი ფეხბურთელების გამოსყიდვას არ აპირებენ.

ეს როსონერისთვის საკმაოდ დიდი დარტყმაა, რადგან გუნდი აღნიშნული ფეხბურთელების გაყიდვით დაახლოებით 20-25 მილიონის გამომუშავებას გეგმავდა, ახლა კი მათთვის ახალი გუნდების ძებნა მოუწევთ.

გათიშვა