Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს სიმაკანის ტრანსფერამდე 1 მილიონი აშორებს

როგორც ჩანს, სტრასბურგის ცენტრალური მცველის მოჰამედ სიმაკანის მილანში ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია.

როსონერის 20 წლის ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს და ახლა ფრანგულ გუნდთან ცდილობს შეთანხმების მიღწევას.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანმა დღეს სტრასბურგს ახალი წინადადებით მიმართა. როსონერი მზად არის, მათ 14 მილიონი ევრო გადაუხადოს, რასაც 3 მილიონი ბონუსები დაემატება. სტრასბურგი თავიდან ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვდა, თუმცა შემდეგ ეს თანხა 18 მილიონამდე შეამცირა და ფეხბურთელის მილანში ტრანსფერის სურვილს თუ გავითვალისწინებთ, მხარეები შეთანხმებას ძალიან მალე მიაღწევენ.