Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს სუმარეს ტრანსფერამდე 5 მილიონი აშორებს

მილანი ლილის ნახევარმცველის, ბუბაკარი სუმარეს მიმართ ინტერესს არ კარგავს და ესპანური გამოცემა TF-ს მტკიცებით, როსონერის ხელმძღვანელობა ფრანგულ გუნდთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და სურთ, რომ ფეხბურთელი ზამთარში გაიფორმონ.

ლილი 21 წლის ფეხბურთელს, რომელსაც ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, 25 მილიონ ევროდ აფასებენ, მილანის წინადადება კი ფეხბურთელის იჯარით აყვანაა, სეზონის ბოლოს მისი 20 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.