Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ტაუვინის ტრანსფერში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

მილანის ინტერესი მარსელის გარემარბის ფლორიან ტაუვინის მიმართ სიახლე არავისთვის არის, თუმცა როგორც ჩანს, როსონერის მის გასაფორმებლად დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევს.

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფლორიან ტაუვინის ტრანსფერზე, რომელსაც მარსელთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მისი გაფორმება თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება შესაძლებელი, სევილიაც ინტერესდება.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, მილანი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და სურს, რომ 28 წლის ფრანგი 2025 წლამდე გაიფორმოს, სეზონში კი ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს ჰპირდება.