Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ტაუვინის ტრანსფერი ჩაეშალა ?

მილანი ფლორიან ტაუვინთან უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებს და არაერთი წყარო ამტკიცებდა, რომ მისი როსონერიში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა საქმე ასე მარტივად არ გამოდგა.

ფრანგ ფეხბურთელს მარსელთან მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და მილანი მის უფასოდ გაფორმებას აპირებდა, თუმცა ტაუვინმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ გამორიცხა.

„ჩემი მომავლის შესახებ გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერი არ არის. მე პაბლო ლონგორიასთან (მარსელის სპორტული დირექტორი) ყოველთვის კარგი ურთოერთობა მქონდა.

„ჩვენ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს დეკემბერში ვაწარმოებდით და ვერ შევთანხმდით, თუმცა ჯერ დასრულებული არაფერია.

„მარსელში ბევრი სიახლე იგეგმება და ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა დავრჩე აქ.“

გათიშვა