Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ტეო ერნანდესი და სანდრო ტონალიც გამოაკლდა ?

მილანში განგაშის ზარი არ წყდება და Sky Sport-ის ინფორმაციით, სტეფანო პიოლის დღევანდელ მატჩში ვერც ტეო ერნანდესი და სანდრო ტონალი დაეხმარებიან, რომლებსაც დიეგო დალოტი და სუალიჰო მეიტე შეცვლიან.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მილანს ვერონასთან ვერც ანტე რებიჩი დაეხმარება, რომელმაც მცირე ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო და ის პიოლიმ განაცხადშიც კი არ შეიყვანა, ამიტომ ხვალ მილანს ორი ფორვარდის, ლეაოს და ახალგაზრდა რობაკის იმედად მოუწევს ყოფნა…