მილანს ტეო უბრუნდება
ტეო ერნანდესმა ტრავმა მოიშუშა და დიდი ალბათობით სერია ა-ს მომდევნო ტურისთვის სტეფანო პიოლის განკარგულებაში იქნება.
კუნთის გადაღლილობის გამო, ტეო ერნანდესმა მილანის დახმარება ლაციოსთან მატჩში ვერ შეძლო, დანიელე ლონგოს ცნობით კი ის ხვალიდან სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგება და სასუოლოსთან თამაშს შეძლებს.
იტალიურ გრანდს სასუოლოსთან ტრავმების გამო იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, მენიო, ბალო-ტურე, ფიკაიო ტომორი ვერ დაეხმარებიან, ისმაელ ბენასერს კი ყვითლების ლიმიტი ამოეწურა და 1 მატჩის გამოტოვება მოუწევს.