Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ტომორის გასაფორმებლად ოთხეულში შესვლა სჭირდება

ბოლო პერიოდში არც თუ ისე წარმატებული თამაშის მიუხედავად, მილანი ტომორის გამოსყიდვას გეგმავს, მაგრამ ამისთვის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სჭირდება.

როსონერის, რომელიც იუვენტუსთან, ატალანტასთან, ლაციოსთან და ნაპოლისთან ერთად ოთხეულში შესასვლელად იბრძვის, ტომორის გამოსასყიდად 28 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანის მცდელობა, რომ ჩელსის გამოსასყიდი თანხა შეემცირებინა, წარუმატებლად დასრულდა და თუ გუნდს ტომორის შენარჩუნება სურს, მათ სრული თანხის გადახდა მოუწევთ.

გათიშვა