Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ტომორი დაუბრუნდა

ბოლო 2 მატჩში ფიკაიო ტომორის მნიშვნელობა მილანში მკაფიოდ გამოჩნდა. სტეფანო პიოლის გუნდმა ტომორის არყოფნაში 7 გოლი გაუშვა, ინგლისელი მცველის მოედანზე ყოფნის დროს კი როსონერის კარში მეტოქეებმა 12 შეხვედრაში მხოლოდ 11 გოლი გაიტანეს.

მილანისთვის საბედნიეროდ, ფიკაიო ტომორიმ ტრავმა დაამარცხა, დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და სერია ა-ს მომდევნო ტურში როსონერის დახმარებას მოახერხებს.

შეგახსენებთ, მილანი 1 დეკემბერს გენუაში ანდრეი შევჩენკოს ჯენოას დაუპირისპირდება.