Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ტომორი უბრუნდება

მილანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის ინგლისელმა უკანახაზელმა ფიკაიო ტომორიმ კორონა ვირუსი დაამარცხა და ხვალიდან მას ვარჯიშის განახლების საშუალება ექნება.

ტომორის კორონა ვირუსი 5 იანვარს დაუდასტურდა, რის გამოც ინგლისელ ფეხბურთელს 2 შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

მილანის რიგებში ინფიცირებული ამ მომენტისთვის სამუ კასტილეხო, დავიდე კალაბრია და ალესიო რომანიოლი არიან.