Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ტონალი 20 მილიონი დაუჯდება

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანსა და ბრეშას შორის ბოლო საათებში სანდრო ტონალის თაობაზე პროდუქტიული მოლაპარაკებები გაიმართა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

წყაროს ინფორმაციით, მილანს ახალგაზრდა იტალიელი ტალანტის გაფორმება თავიდან დათქმული 35 მილიონის ნაცვლად 20 მილიონი დაუჯდება, საიდანაც 10 მილიონი იჯარაში უკვე გადახდილი აქვს, თუმცა ფულის გარდა როსონერის ბრეშაში ჯაკომო ოლცერის გაშვება მოუწევს.

გამოცემის ცნობით, ბრეშას ტონალის ფასის ასეთი დაწევა არ სურდა, მაგრამ ფეხბურთელის სურვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა და უახლოეს დღეებში ის მილანის სრულფასოვანი წევრი გახდება.