Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ფეინოორდის ახალგაზრდა ტალანტი სურს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი ფეინოორდის 20 წლის ნახევარმცველის ორკუნ კოკჩუს ტრანსფერზე გააქტიურდა.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელის მამა და აგენტი დღეს Casa Milan-ში იმყოფებოდა, სადაც როსონერის წარმომადგენლებს შეხვდა და ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

ფეინოორდის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელის გაფორმება როსონერის დაახლოებით 12-15 მილიონი ევრო დაუჯდება.